03:16 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 10:24:40, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსულმა ძალებმა დონბასის რეგიონში „მცირე პროგრესს“ მიაღწიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის დონბასის რეგიონში „მცირე პროგრესს" მიაღწიეს,- ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ ეს მცირე პროგრესი არ არის ის პროგრესი, რასაც აშშ თვლის, რომ რუსული ძალები „ამ მომენტში“ რეგიონში ელოდნენ.

„ჩვენი შევაფასებით დონბასის რეგიონში, უკრაინელები ძალიან მკაცრ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს“, - განაცხადა კირბიმ.

გარდა ამისა, მანამდე ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ორთვიანი შეჭრისას განხორციელებულ  გარყვნილებასა და სისასტიკეში დაადანაშაულა და რუსეთის ასეთ ქმედებას ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკე უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics