|
2022-05-05 15:37:35, 1394 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში 5 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორის რაიონის სოფელ მარანაში 5 ჰექტარ ფართობზე ვაშლის ბაღები გაშენდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში, ბანკის მიერ გამოყოფილი 300 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია ევროპული თანამედროვე ჯიშის ვაშლის ნერგების შეძენასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას მოხმარდა. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, შევძელით საჭირო ინვესტიციის მოზიდვა, იმისთვის, რომ წამოგვეწყო ახალი საქმიანობა. 5 ჰა. მიწის ფართობზე დავასრულეთ „გოლდენისა“ და „ჯერომაინის“ ჯიშის ვაშლის ბაღების გაშენება და ამ ეტაპზე 5 ადამიანს ვასაქმებთ. პროდუქციის რეალიზაციას ევროპის ქვეყნებში ვგეგმავთ. საშუალოდ, წელიწადში 100 ტონა მოცულობის მოსავალს ველით. სამომავლოდ, ვგეგმავთ ბაღების დამატებით 5 ჰა. ფართობზე გაშენებას და მეტი ადამიანის დასაქმებას“ , - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, ზურაბ ჭულუხაძე. „მოხარული ვართ, რომ აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. საქართველოს ბანკის აგრო სტარტაპ სესხი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ცარიელი მიწის ნაკვეთიდან შექმნას თანამედროვე ტიპის ბაღი. პროდუქტის შექმნის მიზანს, მიკრო მომხმარებლისთვის ფინანსურ რესურსზე მარტივი წვდომის გაჩენა წარმოადგენდა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აგრო მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე. აგრო სტარტაპ სესხის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag ინფორმაციისთვის, პროექტის მხარდასაჭერად ფინანსური რესურსი სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაიცა, რომელსაც „სოფლის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)