|
2022-05-05 11:34:01, 1919 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი - ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს
ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სააგენტო Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში აღნიშნა. მიშელის აზრით, დონორთა კონფერენცია იქნება საწყისი წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის, რომელსაც დახმარება სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ომის გამო. „ახლა, ამ საუკუნეში, უკრაინის წინააღმდეგ ომი ადამიანური ტრაგედიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს შორსმჭვრეტელმა ლიდერებმა უნდა ავდგეთ და მივცეთ სიგნალი, რომ ვიქნებით გაბედულები, ჩვენ ვიქნებით უკიდურესად მტკიცე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გამოსვლებით - ეს საკმარისი არ არის - ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, ფული, ძლიერი კოორდინაცია და პოლიტიკური ნება. ჩემი აზრით, ეს კონფერენცია უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას,“- განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. გარდა ამისა, მიშელმა გამოყო სამი პრიორიტეტი და სამი მიზანი, რომელსაც ხედავს სატრასტო ფონდის გამოყენებისას. პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება, მეორე - ლიკვიდურობაა და მესამე ქვეყნის რეკონსტრუქციაა. გარდა ამისა ,მიშელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში და კვირებში შეძლოს საჭირო თანხის ქონა, აღნიშნული მიზნების მისაღწევად. კონფერენცია, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)