07:00 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 10:48:54, 1547 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან, დანაშაულის მონაწილენი არიან

ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ენერგორესურსების ემბარგოს ეწინააღმდეგებიან, უკრაინაში  რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები  ხდებიან ,- აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, სანქციების მეექვსე პაკეტის დეტალებზე საუბრისას. 

კულებას თქმით, ევროკავშირი ერთი მხრივ მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მეორე მხრივ რუსეთი  ევროკავშირისგან ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ მილიარდობით ევროს იღებს.

„ახლა შეგიძლიათ დააკვირდეთ აბსურდულ სიტუაციას. ევროკავშირი ერთი ხელით მხარსბ უჭერს უკრაინას, ფინანსურ დახმარებას უწევს, რუსეთს სხვადასხვა სანქციებს უწესებს, უკრაინისთვის  იარაღის მისაწოდებლად რესურსების მობილიზებას ახდენს და ამავდროულად აგრძელებს რუსეთისთვის გაზისა და ნავთობის საფასურის გადახდას. ერთი რამ მინდა განვმარტო: თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა  ემბარგოს წინააღმდეგი იქნება.  ყველა იტყვის, რომ ეს ქვეყანა თანამონაწილეა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა. ეს ნიშნავს, რომ ისინი თამაშობენ რუსეთის მხარეს და იზიარებენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ის აკეთებს უკრაინაში, “, - ხაზგასმით აღნიშნა დიმიტრი კულებამ.

როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტის პროექტი მიაწოდა. მედიის ცნობით, პაკეტის საფუძველი ნავთობის ემბარგოა, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics