|
2022-05-04 22:12:00, 2592 ნახვა
საზოგადოება
როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის შემცირება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს პრობლემა ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება ან ახასიათებთ სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე. ცნობილია თანდაყოლილი და შეძენილი ბრტყელტერფიანობა,მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი სტატიკური ბრტყელტერფიანობაა,რომელიც წონის მატებითა თუ ტერფის რეგულარული ჭარბი დატვირთვით არის გამოწვეული. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება ვითარდება ორსულობის დროს ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ტარების შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ტერფის პრობლემები შესაძლოა, ხერხემლის გამრუდების, ვენური უკმარისობის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს, თავიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ჩივილებს და სწორი მკურნალობა დროულად უნდა ჩატარდეს. ბრტყელტერფიანობის დროს მედიკოსებისგან აღიარებული და რეკომენდებულია ორთოპედიული სუპინატორის ტარება. ეს პროდუქტი ტერფს სწორ, ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე, მისი გამოყენება ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით ძალიან ეფექტურია. სუპინატორების ტარებას, გარდა ბრტყელტერფიანობისა, შედეგი აქვს ტერფზე არსებული ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა: მაღალი თაღი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლის დეზი და აქილევსის მყესის ანთება. ორთოპედიული სუპინატორის ტარება ეფექტურია სპორტული ან პროფესიული დატვირთვის შემთხვევაში,ასევე ორსულობის პერიოდში და რევმატული დაავადებების ან ვენური უკმარისობის დიაგნოსტირებისას. გასათვალისწინებელია, რომ დიაგნოსტიკის საფუძველზე დამზადებული ინდივიდუალური ღაბაში (სუპინატორი) უფრო ეფექტურია ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის. ორთოპედიული სუპინატორების ტარების ხანგრძლივობა ინდივიდუალური პრობლემის მიხედვით განისაზღვრება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)