16:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 22:09:54, 1508 ნახვა

საზოგადოება
რა იწვევს სახსრების ტკივილს?

სახსრების ტკივილი გავრცელებული პრობლემაა. წლების განმავლობაში სასახსრე ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილი ზიანდება და იწვევს ტკივილს, შესიებასა და შეზღუდულ მოძრაობას.  სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება, რა დროსაც ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. სახსრებისა და კუნთების ტკივილი ზოგჯერ გაუსაძლისია  და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის დაკარგვას, არამედ კონცენტრაციის უნარზეც უარყოფითად მოქმედებს. სახსრებისა და კუნთების ტკივილი თითქოს მსგავსია, ტკივილს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული, ყრუ ხასიათი,ხშირად კი ადამიანებს ხელების, ტერფების, მენჯ-ბარძაყის, მუხლისა  და ხერხემლის არეში  გაუსაძლისი ტკივილი აწუხებთ. სახსრების ტკივილი სხვადასხვა ასაკში იჩენს თავს, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია - ასაკი, ჭარბი წონა, ტრავმა ან ისეთი პათოლოგია, როგორიც არის ართრიტი და სახსარში მიმდინარე სხვა პროცესები.რაც შეეხება კუნთების ტკივილს - ამას ხშირად ინტენსიური ვარჯიში იწვევს. თუმცა,ეს დისკომფორტი  შეიძლება ტრავმას, ინფექციას ან რაიმე პათოლოგიასაც უკავშირდებოდეს.

როგორ ვუმკურნალოთ სახსრების ტკივილს?

კუნთების ტკივილის დროს  ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა უნდა შევზღუდოთ, ხოლო სახსრების ტკივილის მკურნალობის პროცესში სხვადასხვა მეთოდს შეგვიძლია მივმართოთ. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი მწვავეა, მაშინ შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. მკურნალობის პროცესი ასევე მოიცავს სამკურნალო ვარჯიშებსაც და სპეციალური ორთოპედიული ფიქსატორების ტარებას - ეს ხელს უწყობს სახსრის დაფიქსირებას, მოძრაობის შეზღუდვას და ტკივილის ინტენსივობის შემცირებას. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია წარმოდგენილია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. მათი მწარმოებელია “ახალ ხედვაში “ წარმოდგენილი ორთოპედიული ფიქსატორების  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის  ყველა ნაწილისთვის არსებობს.  მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - სხეულის ამ ნაწილის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. ის ხსნის დისკომფორტს ამ მიდამოში  და ახდენს გართულებების პრევენციას.  იდაყვის ფიქსატორი კი  იდაყვის სახსრის ტრავმის სამკურნალოდ იდეალურია. მათი გამოყენება რეკომენდებულია აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროსაც, ჰაერგამტარი ქსოვილი საშუალებას იძლევა, რომ ეს პროდუქტები ყოველდღიურად დისკომფროტის გარეშე გამოიყენოთ.  კისრის ფიქსატორი - კისრის იმობილიზაციას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას.ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფიქსატორებისა,რომელიც სამედიცინო ჯგუფის ფილიალებშია წარმოდგენილი. ამ პროდუქციის შესყიდვა კომპანია "ახალი ხედვის" თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის 13 მაღაზიაშია შესაძლებელი. ადგილზე კონსულტაციას კვალიფიციური თანამშრომლები გაგიწევენ.კომპანია შეკვეთის გაფორმების ონლაინ მეთოდსაც გთავაზობთ. ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს, მიჰყევით ყიდვის ვიდეო ინსტრუქციას და სულ რამდენიმე წუთში შეიძინეთ პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად. შეკვეთას ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგიტანენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics