05:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 19:57:30, 1630 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - რუსეთის არმია ბრძოლის ველს პირველივე შესაძლებლობაზე ტოვებს

რუსეთის არმია ბრძოლის ველს პირველივე შესაძლებლობაზე ტოვებს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

მათივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლაში გამარჯვებამდე ან სიკვდილამდე იბრძვიან.

" იცით, რომ დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება. რუსეთი ცდილობს, დაწინაურდეს და ნებისმიერი იარაღიდან უხსნის ჩვენს პოზიციებს ცეცხლს. მაგრამ რუსულ და უკრაინულ არმიებს შორის განსხვავება ისაა, რომ მაშინ, როცა რუსეთის არმია ბრძოლის ველს პირველივე შესაძლებლობაზე ტოვებს, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლაში გამარჯვებამდე ან სიკვდილამდე იბრძვიან. იმიტომ, რომ ეს მათი მიწაა და ისინი მის მხარდაჭერას აგრძელებენ. " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics