03:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 18:53:11, 360 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: ზურაბ ადეიშვილის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე არ იგეგმება

„ზურაბ ადეიშვილის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე არ იგეგმება“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელად, შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ადეიშვილი  კონსულტაციებში იღებს მონაწილეობას და უკრაინას საექსპერტო მხარდაჭერას უწევს..
„ ზურაბ ადეიშვილის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე არ იგეგმება. ის იღებს  კონსულტაციებში მონაწილეობას  და საექსპერტო მხარდაჭერას უწევს  უკრაინას კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლაში. შევახსენებ უმრავლესობის წევრებს, რომ  მას აქვს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში, რომელიც არის  ევროკავშირის წევრი ქვეყანა  და შესაბამისად  ის განცხადებები, რასაც საქართველოში აკეთებენ  ვერ მოახდენს ზეგავლენას იმაზე, რაც ხდება უკრაინაში.  უკრაინასთან ურთერთობას დაძაბავს  ის განცხადებები, რასაც საქართველოში  ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ“,-განაცახდა ვაშაძემ.
ამასთან,  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ისეთი ადამიანი დაინიშნოს მაღალ თანამდებობაზე, რომელიც ინტერპოლით არის ძებნილი.  
„ქართულმა მხარემ როგორც ვიცით, ყველა დოკუმენტი გადააგზავნა. სწორედ იმ დასაბუთებით, რომ ამ ადამიანის მიმართ არის კონკრეტული ბრალდებები. სწორია, რომ ამ ქვეყანამ ადეკვატური  პასუხი გასცეს ამ მოთხოვნას.  ვნახოთ, დაველოდოთ   მოვლენებს. წარმოუდგენელია  ადამიანი, რომელიც იძებნება ინტერპოლით, რომლის მიმართაც განაჩენი არის დამდგარი და რომლის მიმართაც რეალურად უმძიმესი ბრალდებებია  წაყენებული.   წარმოუდგენელია იყოს თანამდებობაზე“,-აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გადაცემა "არჩევანში“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ განაცხადა, რომ  საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს. ამასთან,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის,  არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  უკრაინული მხარისთვის  საქართველოს ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაგზავნილი და ადეიშვილის  გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics