2022-05-01 16:28:36, 5190 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის კულტურის მინისტრი - რუსმა სამხედროებმა 250-ზე მეტი კულტურული ობიექტი გაანადგურეს
რუსმა დამპყრობლებმა 250-ზე მეტი კულტურული ობიექტი გაანადგურეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურის მინისტრი, ალექსანდრე ტკაჩენკო, ავრცელებს.
მინისტრის თქმით, დაწყებულია კულტურული ძეგლების აღდგენითი სამუშაოები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენ ვამოწმებთ ყველა ინფორმაციას იმ კულტურული დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ომის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა“, - განაცხადა ტკაჩენკომ.
უკრაინის კულტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ აღდგენითი პროგრამის შემუშავებაში საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობას მიიღებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,