2022-04-29 19:40:33, 1460 ნახვა
საზოგადოება
პირვლი არხიდან ცენზურის გამო ჟურნალისტები გაუშვეს
პირველმა არხმა კრიტიკული ჟურნალისტები, რომლებიც ცენზურაზე ალაპარაკდნენ სამსახურიდან გაუშვა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟურნალისტები ავრცელებენ.
მათივე თქმით,"ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ტელევიზიაში 1 მაისიდან აღარ იმუშავებენ.
მიზეზად არხის დირექტორი ბრძანებაში "საჯარო სივრცეში გავრცელებულ დაუსაბუთებელ და ცრუ განცხადებებს" ასახელებს.
შეგახსნეებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე საუბარი არხის თანამშრომლებმა თებერვალში დაიწყეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,