05:10 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 14:19:44, 967 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ბათუმის რეგიონული ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებას.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე ხაზი ლაბორატორიის ქსელის მიღწევებსა და შესაძლებლობებს გაუსვა და იმ კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას. მემორანდუმის საფუძველზე გამყარდა კავშირი ორ ლაბორატორიას შორის, რაც გულისხმობს ინოვაციური კვლევითი მეთოდების გაცვლას და ლაბორატორიათშორისი ტესტირებების ჩატარების გააქტიურებას.

ბათუმის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე; სსიპ ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან გორგილაძე და ლაბორატორიის წარმომადგენლები; სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რაიონული სამმართველოს უფროსი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის ლაბორატორიის წარმომადგენლები. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics