18:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 13:55:22, 1017 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ და ხურდები ესროლეს - ვიდეო

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წაჩხურუს ტაძარში წირვის აღსავლენად მივიდა, განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ.

მიტროპოლიტს ტაძარში შესვლისას, ბერებმა "იუდა" უწოდეს და ხურდები შეაყარეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ადგილობრივი სამღვდელოების ნაწილსა და მიტროპოლიტ სტეფანეს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics