18:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 12:03:18, 1129 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძის გადაწყვეტილებით, პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმების საფასური გაორმაგდება

გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში პარკირებასთან დაკავშირებული  ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართულ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით,  დედაქალაქში გადაადგილებისა და ავტომანქანის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ არსებობს და გაზრდილი ჯარიმები ქალაქში წესრიგს უზრუნველყოფს.
 
„ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული.გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში  ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით:

  • ჯარიმა 10 ლარის  ნაცვლად 50 ლარი გახდება ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო;
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება, 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარამდე გაიზრდება.
  • ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ასევე გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;
  • 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი 200 ლარი იქნება;
  • თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა ამჟამად არის 10 ლარი, ხოლო ცვლილებების შემდეგ გახდება 50 ლარი;
  • თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება,
  • თბილისში შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე.
  • თბილისში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების სხვა წესის დარღვევა აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ჯარიმა გახდება 50 ლარი;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს; მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება  გაუქმდება და შედგება ელექტრონული ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება, ასევე გაეგზავნება SMS შეტყობინება; ტროტუარზე თუ იქნება  მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics