18:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 17:22:01, 1462 ნახვა

საზოგადოება
დონაცია საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად

„თიბისი“ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვილ თანხას „თიბისი“ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერისაკენ მიმართავს. დღეიდან, ფონდის ანგარიშზე მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ ჩარიცხული თანხა საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის ფინანსურ, ფსიქოლოგიურ, ლოგისტიკურ და სხვა სახის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება.

თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის მიერ „თიბისის“ საქველმოქმედო ანგარიშზე  განხორციელებული დონაცია ეტაპობრივად გადაირიცხება საქართველოში მოქმედი იმ ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე, უკრაინელი ხალხის დახმარებას და მათი სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფას  ყველაზე ეფექტიანად შეძლებენ.

უკრაინელების მხარდასაჭერად, „თიბისიმ“ საქველმოქმედო ანგარიში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გახსნა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მისცა, მისთვის სასურველი თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩაერიცხა და გამხდარიყო ქველმოქმედების მონაწილე. გუნდის სახელით, „თიბისიმ“ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა.  ინიციატივას  არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად 1.7 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics