18:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 14:22:54, 1283 ნახვა

საზოგადოება
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
 

უწყების ცნობით, თეორიული და პრაქტიკული  ტრეინინგი მოწვეულმა ექსპერტმა, მარკ ლანსიენმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში ჩაატარა. სწავლება პროგრამის „დანერგე მომავალი“ იმ ბენეფიციარებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებმაც მრავალწლოვანი ბაღები  2020 და 2021 წლებში გააშენეს.

„დაგეგმილია სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება,“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის - ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics