05:10 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 21:32:40, 1813 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები 13 000 დევნილ ოჯახს და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაზრდილი დახმარება

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2024 წლის ბოლომდე, 13 000 დევნილი ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაახლოებით, 6 000 დევნილი ოჯახი ჩაერთვება პროგრამაში „სოფლად სახლი“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ბენეფიციარები თავად შეარჩევენ სახლებს, რომლებსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეუსყიდის. 

„დანარჩენი 7000-მდე დევნილი ოჯახისთვის, საქართველოს 5 ქალაქში, აშენდება საცხოვრებელი ბინები. პროექტის საერთო ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობები უახლოეს მომავალში დაიწყება და 2024 წლის ბოლომდე ეს ოჯახებიც სრულად დაკმაყოფილებულები იქნებიან საცხოვრებელი ფართებით“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივაზე, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაზრდილ დახმარებაზე ისაუბრა.  მისი თქმით, 2023 წლის იანვრამდე, ეს თანხა, ეტაპობრივად, 200 ლარამდე გაიზრდება. 

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, პირველად, 2021 წელს, 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა.  მიმდინარე წლის ივნისში, მას კიდევ 50 ლარი დაემატება  და 150 ლარი გახდება. 2023 წლის იანვრიდან კი 200 ლარი იქნება. 

„ვფიქრობთ, ეს არის ის მინიმუმი, რომლითაც ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და საცხოვრებელი პირობებით. საერთო ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან, 500 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics