20:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-24 15:48:11, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ეუთოს რამდენიმე წევრი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკში ეუთოს რამდენიმე წევრი დააკავეს და ორგანიზაცია მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია 
Reuters-ს  ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნმა განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია ღრმად არის შეშფოთებული და ამჟამად „იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს თავისი თანამშრომლების გათავისუფლებას“.

“ჩვენ ვიღებთ შემაშფოთებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ დონბასში რუსეთის მარიონეტები ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს და რომ რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის პერსონალი“, - განაცხადა ბრაუნმა.

ცნობისთვის, მარტში ეუთომ უკრაინიდან 500-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალური სადამკვირვებლო მისია ეუთოს შეუიარაღებელი, სამოქალაქო დივიზიაა, რომელიც აკვირდება და აღწერს ვითარებას კონფლიქტის ზონებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics