2022-04-23 12:31:43, 2155 ნახვა
ომი უკრაინაში
ალექსეი არესტოვიჩი - მარიუპოლზე კონტრშეტევა იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე კონტრშეტევა განხორციელდება. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დასძინა, რომ კონტრშეტევა დაგეგმვის პროცესშია, რაც ქალაქის გათავისუფლების იმედს ზრდის.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იქიდან ყველა გამოვიყვანოთ. კონტრშეტევა იქნება 101%-ით, დარწმუნებული ვარ. საკითხავია როდის, რა ძალებით და სად. იმიტომ რომ ამას გადაწყვეტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი,“- აღნიშნა ალექსი არესტოვიჩმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,