19:25 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 16:50:23, 2524 ნახვა

ომი უკრაინაში
„ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფოდ უნდა გაიხსნას“ - შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა, მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას. 

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის ალყაში მოქცეული ქალაქები, განსაკუთრებით მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე, სასწრაფოდ უნდა გაიხსნას. 

"ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, განსაკუთრებით მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე", - წერს მიშელი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, რითაც აჩვენა რა დამოკიდებულება აქვს რწმენასთან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics