|
2022-04-22 11:50:33, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით, რუსეთმა აჩვენა რა დამოკიდებულება აქვს რწმენასთან
სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით რუსეთმა, აჩვენა რა დამოკიდებულება აქვს რწმენასთან . - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს . მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ომშიც სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს . "სამწუხაროდ, რუსეთმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქრისტიანულ რწმენასთან ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვან დღესასწაულის მიმართ. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, მშვიდობის იმედი, იმედი მაქვს, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)