17:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 19:17:08, 1501 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ

ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. - ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ისინი კვლავ დაემხარებიან უკრაინას, რადგან მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იცავენ ჩვენი, ევროპელების მშვიდობასა და თავისუფლებას.

" ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას იქამდე არ შეაჩერებს, სანამ პუტინის ჯარი ცეცხლს არ შეწყვეტს და რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს. ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ამავე დროს, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინას იარაღითა და შესაბამისი აღჭურვილობით დავეხმაროთ, რადგან ცხადად ჩანს, რომ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იცავენ ჩვენი, ევროპელების მშვიდობასა და თავისუფლებას. სამწუხაროდ, გერმანიას უკრაინისთვის ყველა იმ იარაღის მიწოდება არ შეუძლია, რაც მათ სჭირდებათ, თუმცა ოფიციალური ბერლინი მათთვის თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ჩვენ მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ." - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას ომი 2022 წლის 24 თებერვალს გამოუცხადა,  მას შემდეგ,  რაც ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთმა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება მოყვა. 24 თებერვლიდან დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ომს მათ შორის ქალებისა და ბავშვების. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics