17:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 16:36:00, 2778 ნახვა

ომი უკრაინაში
პეტრ ანდრიუშჩენკო- მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოვაჩინეთ

დონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ყველა ცხედარი პლასტმასის ჩანთებში იყო მოთავსებული, რაც ადასტურებს წინასწარ ინფორმაციას გარდაცვლილთა ცხედრების სხვა ადგილას - მარიუპოლის ინდუსტრიული ზონის მიდამოში დაგროვების შესახებ. თითოეული ასეთი საფლავის ზომა 30 მეტრს შეადგენდა.

„დიდხნიანი ძებნისა და დაღუპული მარიუპოლის მოსახლეობის მასობრივი საფლავების იდენტიფიკაციის მცდელობის შემდეგ, ჩვენ მასიურ საფლავებს სოფელ მანგუშში მივაკვლიეთ. შემოვლითი გზის მიმდებარედ ოკუპანტებმა რამდენიმე მასიური საფლავი გააკეთეს, თითოეული 30 მეტრამდე ზომისაა. სატვირთოებს მოაქვთ დაღუპულთა ცხედრები და მათ ფაქტობრივად ერთად ყრიან. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ომის დანაშაულებისა და მათი დამალვის მცდელობაზე,“ -განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. სარაკეტო დარტყმები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics