19:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 15:05:15, 1259 ნახვა

საზოგადოება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს

პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის ტექნიკური დეტალები  შეხვედრის მონაწილე თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ ფერმერებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კახეთის მხარეში, პირველ ეტაპზე, იდენტიფიცრებულია 610 საძოვარი, საერთო ფართობით 26 212 ჰექტარი, აქედან, თელავის მუნიციპალიტეტში  1038 ჰექტარი, ხოლო გურჯაანში - 608.

სახელმწიფო პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა.  საძოვრების 3-წლიანი იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებთან საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. 

„დღეისათვის, უკვე გამოქვეყნებულია 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი; განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და 26 აპრილს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ხელმისაწვდომი საძოვრების სია ეტაპობრივად განახლდება,"-ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიაციალურ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics