|
2022-04-20 16:48:29, 792 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. ამის შესახებ ინფორაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას. აღინიშნა 2020-2021 წლებში ძალიან პროდუქტიული და დასაფასებელი თანამშრომლობა COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი, მიემართა ვაქცინების შესყიდვისა და გლობალური პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება, მათ შორის, ADB-ის მხარდაჭერილ სექტორებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გლობალური პანდემიის გამო, თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია. დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)