05:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 12:06:16, 1074 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით სამეცნიერო- პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით, სამეცნიერო პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა.   საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი აღნიშნული  ჟურნალის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სამუშაო   შეხვედრაში  მონაწილეობდნენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე მორის შალიკაშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები, პრაქტიკოსი პროკურორები და სამართლის დარგის მეცნიერები.

„სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს გაცვალონ ახალი ინფორმაცია, იდეები და მოსაზრებები საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის აქტუალური საკითხების შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალი ხელს შეუწყობს პროკურატურასა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ნორმების ერთგვაროვან განმარტებას და სასამართლო პრაქტიკის გამოწვევების სწორ ანალიზს. ელექტრონული ჟურნალი იქნება ერთგვარი პლათფორმა, რომელიც სამართლის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს მოახდენს..

შეხვედრის მონაწილეებმა  პროექტის მნიშვნელობაზე  და ელექტრონული ჟურნალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.   

ჟურნალის ელექტრონული ვერსია  წელიწადში ორჯერ გამოიცემა და მასში როგორც  პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების, ასევე სამეცნიერო იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა სტატიები გამოქვეყნდება.

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პრაქტიკოსი პროკურორების და გამომძიებლებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics