13:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 10:51:54, 1378 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 578 კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს  205 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 578 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 118, კიევის ოლქში - 108, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 57, ხერსონის ოლქში - 43, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

„15 მარტს ქ. კიევის ოლქის ბუჩანსკის რაიონში, სტარაია ბუდაში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, დაიჭრა 6 და 8 წლის ორი ბავშვი, რომლებიც იმავე დღეს რუსმა სამხედროებმა იძულებით გადაიყვანეს ქალაქ მოზირში (ბელორუსია). ხოლო დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ ბერესტოვოში 18 აპრილს საცხოვრებელი ფართის დაბომბვის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიჭრა.“ - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics