21:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 14:54:30, 845 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში განახორციელა

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰელუსი აკარა ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, ოპერაციის მთავარი სამიზნე იყო ერაყის მეტინაზე, საპსა და ავასინ - ბასიანის რეგიონებზე. ოპერაციაში, საჰაერო ძალებთან ერთად, სპეციალური ძალები მონაწილეობდნენ.  

" სახელწოდებით ოპერაცია Claw Lock, მიზნად ისახავდა ტერორისტული თავდასხმების პრევენციას და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ PKK ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში . 

ცნობისთვის, თურქეთი რეგულარულად ესხმის თავს ჩრდილოეთ ერაყს, რეგიონს, სადაც ის მუდმივად აგზავნის შეიარაღებულ რაზმებს თავისი აგრესიის განსახორციელებლად. 

შეგახსენებთ, რომ PKK თურქეთს იარაღით 1984 წლიდან დაუპირისპირდა. მას შემდეგ კონფლიქტში 40 ათასი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიას მხარს ოფიციალური ბაღდადი უჭერს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics