21:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 14:39:14, 857 ნახვა

საზოგადოება
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ხელმძღვანელად ჯაბა სირბილაძე დაინიშნა

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ჯაბა სირბილაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ჯაბა სირბილაძე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში დანიშვნამდე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იყო, იქამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. მათ შორისაა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.

ჯაბა სირბილაძის CV

განათლება
1998 – 2006 წლები – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მენეჯერი, სამკურნალო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი.

სამუშაო გამოცდილება
2022 წლის თებერვლიდან – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი;.
2020-2022 წლები – ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი GOG1, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
2019-2020 წლების – ფონდის პროექტის მენეჯერი GOG1, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
2017 წლიდან დღემდე – პარტნიორი, შპს ფოქს თრეიდინგ ჯგუფი;
2016- 2017 წლები – ბიზნეს განვითარების დირექტორი, ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
2012-2015 წლები – ადმინისტრაციის დირექტორი, შპს „სმაილი“;
2011-2012 წლები – გენერალური დირექტორის მოადგილე, რეფერალური ჰოსპიტალი;
2011 წელი – მთავარი სპეციალისტი. HIV/AIDS, Hepatitis, STIs, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;
2011 წელი – სტატისტიკის დეპარტამენტი,მთავარი სპეციალისტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;
2007-2008 წლები – პროექტის კოორდინატორი საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი, პროექტი – რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის სამხრეთ კავკასიაში;
2004-2006 წლები – პრეზიდენტი, საქართველოს სტუდენტ – მედიკოსთა ასოციაცია. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics