|
2022-04-18 10:43:59, 1746 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში რუსეთის წარმოებული ომის მხარდაჭერის და ასო Z გამოყენების გამო, 140 საქმე აღიძრა
გერმანიის პოლიცია და პროკურატურა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში იძიებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლების და მხარდაჭერის 140-ზე მეტ საქმეს. ამის შესახებ, ინფორმაციას Redaktionsnetzwerks Deutschland ჯგუფის გაზეთები ავრცელებს. ღია საქმეების უმეტესობა ასო „Z“-ის გამოყენებას გულისხმობს, რომელიც რუსული თავდასხმის სიმბოლოდ იქცა. ამ წერილის საჯარო ადგილებში ჩვენება ექვემდებარება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე მათთვის, ვინც „წახალისებს ან სხვაგვარად... ამტკიცებს საჯაროდ, შეხვედრაზე ან წერილობითი გავრცელებით. სიმბოლიკის გამოყენება ითვლება უკანონო ქმედებად. საქსონია-ანჰალტში ამ მუხლით 19 საქმე იქნა აღძრული ასო "Z"-ის გამო, ჰამბურგში - 17, აქედან 16 ასევე ეხება ამ სიმბოლოს. ყველაზე დასახლებულ გერმანულ მიწაზე , ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლების გამო 37 საქმეა აღძრული, მათგან 22 ასევე ასო "Z"-ის დემონსტრაციას უკავშირდება. ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად, ბავარია, არ ინახავს ასეთ სტატისტიკას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გასამართლებლად, მაგრამ ირწმუნებიან, რომ იღებენ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია ამ დანაშაულებში. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან გერმანიის რიგ ქალაქებში პრორუსული აქციები იმართება, რომლის მონაწილეები ქუჩებში რუსეთის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის დროშებით გამოდიან.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)