15:10 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 21:07:53, 1785 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის ხელისუფლება- რუსეთის ჯარებს ქალაქის დახურვა სურთ

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ რუსული ძალები 18 აპრილიდან გეგმავენ  ხალხის მარიუპოლის გასვლა და შესვლა აკრძალონ.

თუმცა, BBC-ის კორესპონდენტი ტომ ბეიტმენი მერის მოადგილეს სერგეი ორლოვს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი რეჟიმი უკვე მოქმედებს ბოლო ხუთ დღეში.

ორლოვი მარიუპოლში აღარ არის, მაგრამ ამბობს, რომ იქ მყოფებთან აქვს კონტაქტი. მან BBC-ს განუცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ორშაბათიდან კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივოს შეზღუდვები. რუსული ძალები გეგმავენ ქალაქში „კიდევ უფრო მკაცრი“ წესების შემოღებას, მათ შორის გამშვები პუნქტების უბნებს შორის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, თქვა ორლოვმა.

შაბათს, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ ასევე დაადანაშაულა რუსეთი ქალაქში დარჩენილ მამაკაცთა „ფილტრაციაში“.

„რუსი დამპყრობლების ფილტრაციის ბანაკებსა და პუნქტებში მარიუპოლის კაცები, დაკითხვის, ტელეფონების შემოწმებისა და სხეულის დათვალიერების შემდეგ, იყოფიან ჯგუფებად და ატარებენ ცალკეულ დაკითხვებს, მათ შორის სიკვდილით დასჯის იმიტაციას“, - წერს იგი. მამაკაცები, რომლებმაც არ გაიარეს ფილტრაციის პროცედურა, გადაიყვანენ დოკუჩაევსკში და დონეცკში, დასძენს დენისოვა.

თვითგამოცხადებული DPR-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარიუპოლის ევაკუაცია მიმდინარეობს. მათ განაცხადეს, რომ შაბათს ქალაქიდან სოფელ ბეზიმენნოეში წაიყვანეს 215 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics