05:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 14:07:25, 1124 ნახვა

საზოგადოება
პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს - პურის მრეწველთა კავშირი

პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს - ამის შესახებ, ინფორმაციას პურის მრეწველთა კავშირი ავრცელებს .

მათივე თქმით, თონის პურზე ფასი 10 თეთრით უკვე გაძვირდა .

" მოდიოდა ინფორმაცია, რომ თონის პური გაძვირდა 10 თეთრით, რასაც ვადასტურებ. ქართული პურის მწარმოებლები მუშაობენ სულ სხვა არეალში, ისინი იხდიან ფიქსირებულ გადასახადს. მათთან ფქვილი შეაქვთ დისტრიბუტორებს, რომლებიც წისქვილში იძენენ და მერე გადაყიდვას ახდენენ ამ ფქვილის. ამიტომ, ისინი სულ სხვა ანგარიშსწორების სფეროში იმყოფებიან და მათი ფასწარმოქმნა პურისა ნამდვილად მეტია.

პურის ფასი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება. ძირითადი ფაქტორი ფქვილის ღირებულებაა. ფქვილი არის ძირითადი მასა, მშრალი ნივთიერება, რომლისგანაც პური ცხვება. საქართველო თავისი ოდენობის მხოლოდ 10-15% აწარმოებს, დანარჩენი ექსპორტზე შემოდის. გარდა ამისა, არის საფუარი, მარილი, ეს ყველაფერიც შემოტანილია, აქედან გამომდინარე დგება ფასები. მარტის ბოლოს, 20 მარტიდან როდესაც დიდთოვლობა დაიწყო, ლარსის საბაჟო ჩაიკეტა და 30-კილომეტრიანი მანქანების რიგი დადგა, დაახლოებით ათი დღე იყო ჩაკეტილი. პურის მრეწველები ძირითადად აქაური წისქვილებითაც სარგებლობდნენ, თუმცა უმეტესად დამოკიდებული იყო იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა. ამ ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარამდე. მარტის შემდგომ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილი შემოვიდა, პირველივე შემოსული ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ღირს 80 ლარი. " - განაცხადა მალხაზ დოლიძემ .

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი კვლვ განიცდის ინფლაციას და 1 აშშ დოლარი - 3.06 ლარი ღირს .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics