|
2022-04-14 15:58:27, 1093 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო უცხოეთის წამყვან კლინიკებში მოღვაწე ექიმებთან ითანამშრომლებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან იწყებს თანამშრომლობას. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება „მრჩეველთა საბჭო“ რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები არიან. „მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში. საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი კლინიკის ექიმები: 1.ანგიოლოგი იოსებ ნანობაშვილი (ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვენა, ავსტრია) 2.ნევროლოგი მაია პატარაია (ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვენა, ავსტრია) 3.რადიოლოგი დიმიტრი ტვილდიანი (დიაგნოსტიკის ცენტრი, ნიუ-იორკი, ა.შ.შ.) 4.ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა (შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა, „ფლაშინგ ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრი“, ნიუ-იორკი, ა.შ.შ.) 5.ქირურგი-ტრავმატოლოგი, თერაპევტი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი ირაკლი შოშიაშვილი (ინგოლშდადტის სამედიცინო კლინიკა II, ინგოლშდადტი, გერმანია) 6.ქვედა კიდურების ვენების დაავადებების და მუცლის ღრუს ქირურგი ივანე ჩაჩხიანი (ჯგუფ „ვა მედ-მედიტერას“ რეგიონული საავადმყოფოს ქირურგიულ ტრავმატოლოგიური კლინიკა, პრაღა, ჩეხეთი) 7.ქირურგი, ვისცერული ქირურგიის სპეციალისტი გიორგი ნადირაძე (ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციის ქირურგიის საუნივერსიტეტო კლინიკა, ტუბინგენი, გერმანია) 8.პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილი (ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია. ჰოლანდია) 9.ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გივი მაღრაძე (ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, ფრაიბურგი, გერმანია) 10.ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, ნევროლოგი სოფია ქუნ.ნატრიაშვილი (ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვენა, ავსტრია)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)