11:02 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 10:26:26, 1282 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს ხელმძღვანელი - უკრაინაში ომმა შესაძლოა გამოიწვიოს კაცობრიობის შიმშილობა, რაც ათწლეულებია არ ყოფილა

უკრაინაში მიმიდინარე ომმა შესაძლოა გაწიროს კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილისა და სიღარიბისთვის, რაც აქამდე, ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა, - ამის შესახებ  გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა.

„უკრაინაში ომმა შესაზლოა კაცობრიობის 1/5-ზე მეტი ჩააგდოს სიღარიბეში და შიმშილობაში, ისეთი მასშტაბით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომის და მისი შედეგების ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, - წერს ანტონი გუტერესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, უკვე გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვების შეწყვეტა და საწვავის, საკვებისა და ტრანსპორტის ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია. მარცვლეულის ექსპორტის გარდა, უკრაინა მზესუმზირის ზეთის, სოიოს, ფრინველის ხორცის, თაფლისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics