|
2022-04-13 22:15:22, 1195 ნახვა
მსოფლიო
ეუთოს მისია - რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაული ჩაიდინა
ეუთოს მისიამ უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში ომის დანაშაულების მტკიცებულებები მოიპოვა და მათზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ეუთოს შესაბამისი ანგარიში დღეს, 13 აპრილს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ მისიას არ შეუძლია, შეაფასოს, არის თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდანვე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, თუმცა, საერთაშორისო სამართლის ნორმები არაერთხელ დაირღვა. "მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობები, მათ შორის, ჟურნალისტების და ადგილობრივი ჩინოვნიკების, სულ მცირე, პასუხობს ამ კრიტერიუმს. ნებისმიერი მსგავსი ძალადობრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ამ შეჭრის პირობებში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ანგარიშში აღრიცხულია დარღვევები როგორც რუსების, ისე უკრაინელების მხრიდან, თუმცა, რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულები გაცილებით სერიოზული და მასშტაბურია თავისი ბუნებით". - ნათქვამია დოკუმენტში. ეუთომ, სხვა შემთხვევებთან ერთად, შეისწავლა ორი დიდი დანაშაული - მარიუპოლის თეატრის და სამშობიარო სახლის დაბომბვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმა წინასწარგანზრახული იყო, ამასთან, არ ყოფილა არავითარი გაფრთხილება ან დრო ევაკუაციისთვის. "შესაბამისად, ეს თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უფლებების აშკარა დარღვევაა. მასზე პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული". - აცხადებს ეუთო. რაც შეეხება თეატრის დაბომბვას, სადაც თავს ასობით მარიუპოლელი აფარებდა და რომლის წინაც დიდი ასოებით ეწერა "ბავშვები": "რუსეთი ირწმუნება, რომ ეს აფეთქება აზოვის ბატალიონმა მოაწყო. ეუთოს მისიამ ვერ იპოვა ამის ვერანაირი მტკიცებულება. ეს ინციდენტი, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და ამის ბრძანების გამცემმა და შემსრულებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული". - აცხადებს ორგანიზაცია.
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)