22:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 16:23:36, 1008 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტში, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ქართველი სპეციალისტები ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. 

შეხვედრა გაიმართა ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტის დირექტორთან სიალა რუსტამოვთან, სადაც მხარეებმა ცხოველთა ინფექციური და არაინფექციური დაავადებების კვლევის მეთოდებზე ისაუბრეს. ქართველმა სპეციალისტებმა ინსტიტუტის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს. 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ვეტერინარიის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა გასულ წელს გადამზადების კურსი საქართველოში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიარეს, სადაც სეროლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით არსებული კვლევის მეთოდები შეისწავლეს. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს არაერთი ქვეყნის წამყვან ლაბორატორიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics