22:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 15:37:08, 943 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა.

უწყების ცნობით, პროექტი, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების  თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და  ქვეყნის მასშტაბით,  დევნილებისთვის 200-მდე  სახლის აშენებას ითვალისწინებს,  მათ შორის 63 სახლი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს.

„საცხოვრებლის კვადრატულობა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება. ახალი სახლები დევნილ  ოჯახებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სამუშაოებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელ ნინო ხოხობაიასთან ერთად,  გაეცნო.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics