18:37 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 13:58:55, 2126 ნახვა

მსოფლიო
DW - გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად კიევში, კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს. - აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

„ჩვენ ვაცნობეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მთავრობა ძალიან მოხარული იქნებიან, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა კიევს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა ბერლინში ანდრეი მელნიკმა, გერმანული ტელეარხის ProSieben-ის ეთერში.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება უნდა იყოს. "ჩვენი პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ამას", - დასძინა მელნიკმა.

ამასთან, უკრაინის ელჩმა ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გააკრიტიკა და დაადანაშაულა რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში ახლო ურთიერთობაში ამასთან, დიპლომატმა ხაზი გაუსვა შტაინმაიერის საქმიანობას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს.

შეგახსნებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობამ  მისი ვიზიტი უკრაინაში უარყო. "მე მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, თუმცა, ცხადია - და ეს უნდა გავითვალისწინო - კიევს ეს არ სურდა", - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics