|
2022-04-13 10:43:00, 1146 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ებრძვის უკრაინის იდეას, ეს არის გენოციდი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ ის მხოლოდ ტერმინით „ომის დანაშაულებები“ შემოიფარგლებოდა. თუმცა, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ორჯერ გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“. პირველად აიოვას ახალი რეგულაციების შემოღებისას ბაიდენმა ამერიკელებს უთხრა, რომ დიქტატორის მიერ სხვა ქვეყანაში განხორციელებულმა „გენოციდმა“ არ უნდა დააზარალოს მათი საფულე. როდესაც ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს ამ ფრაზის შესახებ, მან განმარტა: „მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს მოსპოს და პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინელი და უკრაინული იდეა“. სიტყვა გენოციდის შესახებ ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს მოგვიანებით, ვაშინგტონში დაბრუნების წინ ჰკითხეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, ოკუპირებულ და ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქებში ომის დანაშაულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მტკიცებულებებმა მიიყვანა იგი ამ დასკვნამდე. აშშ-ს პრეზიდენტმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა უკრაინის მოვლენების კანონიერად გენოციდად კვალიფიცირება, იურისტებმა უნდა მიიღონ. ჯო ბაიდენის განცხადებას ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ზელენსკი ამერიკას მადლობას უხდის უკვე გაწეული დახმარებისთვის და აცხადებს, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება გაცილებით მძიმე შეიარაღება, რათა აღკვეთოს რუსეთის შემდგომი სასტიკი დანაშაული.
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)