2022-04-12 22:19:48, 1167 ნახვა
საზოგადოება
ქალი, რომელიც ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა
ქალი, რომელიც ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ რჩება.
ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში პრობლემები შეიქმნა. თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათივე ცნობით, ძლიერი ქარი მოსალოდნელია 13 აპრილსაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,