06:29 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 13:01:18, 1641 ნახვა

საზოგადოება
კომპანია „ჯეპრა“ საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საზედაო შრიფტს წარადგენს

14 აპრილს, 13:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საზედაო შრიფტის წარდგენა გაიმართება.

საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარდა კალიგრაფიისა, გადამწერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტექსტის მხატვრულ გაფორმებას. საზედაო შრიფტს საფუძვლად სწორედ ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები დაედო.

„შუა საუკუნეების ქართულ წიგნის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ზომის მოხატულ საზედაო ასოებს, რომლებიც აბზაცის ან თავის დასაწყისს მიანიშნებენ. მოხარულები ვართ, რომ ახალი საზედაო შრიფტის შექმნით ქართული კალიგრაფიული ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშის წარდგენის შესაძლებლობა გვეძლევა.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.


 

„შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.“- განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.

„ჩვენ მიერ შექმნილი შრიფტი ეფუძნება ხუთი სხვადასხვა ისტორიული ხელნაწერის საზედაო ასოებში გამოყენებულ კიდურყვავილოვან ორნამენტებსა და ხვეულებს. ამავე დროს, ყველა ასო ნიშანი თანამედროვე მოხაზულობითაა წარმოდგენილი და არ არის უცვლელი კოპირება ძველი საზედაო ასოებისა. ამიტომ შრიფტი ერთგვარი ხიდია ჩვენს მდიდარ წარსულსა და თანამედროვეობას შორის და ხაზს უსვამს კალიგრაფიის ხელოვნების უწყვეტობასაც: შუა საუკუნეების ტრადიციული მოხატულობის სტილი თანამედროვე ასოებზეა მორგებული.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

შრიფტის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება ვებგვერდებიდან: calligraphy.ge და www.gepra.ge/fonts

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics