18:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:56:00, 1084 ნახვა

სამართალი
გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მ.გ.-მ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, საქართველოში საწარმო დააფუძნა და კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა.

ბრალდებულმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, სოციალურ ქსელში, წინასწარ შექმნილ პლატფორმაზე მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, თითქოსდა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დიდი მოგების მიღების პირობით, რეკლამა განათავსა და ნდობის მოპოვების შემდგომ  დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, 10 000 გირვანქა სტერლინგი (34 064 ლარი) საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა.  

ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დააკონვერტირა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მიღებული 12 437 აშშ დოლარი (33 240.37 ლარი),  საბანკო დაწესებულებიდან ფიქტიური დანიშნულებით გაიტანა და სწრაფი ფულადი გზავნილებით სხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირის სასარგებლოდ გადარიცხა.  

7 აპრილს, მიმალვაში მყოფ მ.გ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით ბრალდებულად იქნა ცნობილი ბრალდებულის  მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე,  სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics