2022-04-06 15:22:50, 1158 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოების გამო, 7 აპრილს მგზავრებს ვერ მოემსახურება. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„საბაგირო გზა მგზავრთა მიღებას განაახლებს 8 აპრილს, დადგენილი სამუშაო განრიგით - 08:00-დან 20:00 საათამდე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),