00:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 15:20:47, 1275 ნახვა

საზოგადოება
სარაჯიშვილის გამზირზე შუა გამყოფ ზოლში ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერები რეაბილიტირდება

სარაჯიშვილი გამზირზე შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერების კეთილმოწყობაც დაემატა. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზა გამყოფი ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხუთ ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, რაც გვინდა, სრულად განახლდეს. აქ წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა. წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა ეს ტრანსპორტი. ამ ადგილზე არსებულ გზაგამყოფზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, გაკეთდება ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სარწყავი სისტემები, ატრაქციონები. რეკრეაციული სივრცე განათდება ლედ სანათებით. სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელების შემდეგ, დარწმუნებული ვარ,  ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს სივრცით, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული იქნება“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი სარეაბილიტაციო სივრციდან ლიბანის სკვერის ფართობი 6 000 კვადრატულ მეტრს, ხოლო სარაჯიშვილის - 7 000 კვ. მ-ს შეადგენს.

აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7,5 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა, ასევე, იჭრება ტრანშეეები განათებისა და სარწყავი ქსელისათვის.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics