06:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 11:43:43, 902 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა, პარლამენტში, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის შესახებ მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნესსექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის“  შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. - ამის შესახებ ინფიორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს,

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოხსენება წარადგინა.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი დაამკვიდრებს ქვეყანაში სააუზო მართვას, შედგება მდინარეების სააუზო მართვის გეგმები, რომლის მთავარი მიზანი წყლის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებაა. კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან წყალსარგებლობის მიმართულების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლით მოსახლეობის მომარაგებას. კანონი ასევე ითვალისწინებს წყლის გამოყენების სანებართვო სისტემის შემოღებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც, ევროკავშირთან არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან,  საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის, თანამედროვე სისტემას. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics