06:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 16:42:06, 662 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთის“ ახალი სტრატეგია ქალების გაძლიერებისთვის

პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNFPA-ს და „ლიბერთი ბანკის“ ინიციატივა.

„ლიბერთის“,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და  იმ საბანკო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას , რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

ამჯერად შეხვედრა ქედაში გაიმართა და ქედის მუნიციპალიტში მცხოვრები ის ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD III)“ შეხვედრის მონაწილეებმა  ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

„ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის,  გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს.ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  არაერთ სიახლესთან ერთად,  ქალების მუდმივ  მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის  ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით  მათთვის მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა“ -ხათუნა ჭელიძე, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics