15:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 15:03:59, 672 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურა - რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 18 ჟურნალისტი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 18 ჟურნალისტი დაიღუპა, დაშავდა 13 და 8 გაიტაცეს.

გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დაფიქსირდა დაბომბვის სულ მცირე 7 ფაქტი, რამაც გამოიწვია სატელევიზიო ანძების დაზიანება ან განადგურება.

ამასთანავე, გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციამ 74 მედიის წარმომადგენლის მიმართ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.

„უკრაინულ ჟურნალისტიკას უკვე აქვს თავისი  ისტორია. მათი გმირობისა და ტრეგიდების, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოა. მედია ყოველთვის წარმოაჩენს იდეოლოგიურ, ღირებულ, პოლიტიკურ პოზიციებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჟურნალისტური საზოგადოება გაერთიანდა და დაუპირისპირდა რუსულ პროპაგანდას. დღეს უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისთვის ყველა შესაძლო გზით. სამწუხაროდ, ამ სასტიკ ბრძოლაში არის მსხვერპლიც“, - აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics