2022-04-05 14:02:56, 883 ნახვა
მსოფლიო
ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა აზოტის მჟავით სავსე ავზი ააფეთქეს - მოსახლეობას საფრთხე ემუქრება
ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა აზოტის მჟავით სავსე ავზი ააფეთქეს. - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
გაიდაი მოსახლეობას, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"სასწრაფოა! არ დატოვოთ თავშესაფრები! თუ შენობაში ხართ, დახურეთ კარ-ფანჯრები! აზოტის მჟავა საშიშია ჩასუნთქვის, გადაყლაპვისა და კანთან შეხების შემთხვევაში", - განაცხადა მან.

ავტორი: ექსპრესნიუსი,