2022-04-05 09:56:46, 579 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მტრის ორი რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის ორი რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხზე, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
„დღეს ვიწყებთ კარგი ამბებით. ღამით ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო მტრის ორი რაკეტა რეგიონის თავზე. ნამსხვრევებმა მცირე ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა მან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,