13:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 15:29:49, 963 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის,  მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის. ამის შესახებ მან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მეოთხედ გაიმარჯვა სახალხო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოებული პოლიტიკა არ იყო საკმარისად მკაცრი რუსული აგრესიის მიმართ.

„ეს არის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება, უმაღლესი გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობით. დემოკრატიულ არჩევნებს პატივი უნდა სცენ. ევროპაში სიტუაცია ძალიან მარტივია, ეს ევროსაბჭოზეც ჩანს. ვინც კითხულობს ოქმებს, ძალიან კარგად იცის. რომ გერმანია არის სანქციების მთავარი მუხრუჭი“, - თქვა მორავიეცკიმ.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა  შეიქმნას საერთაშორისო კომისია  ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა რაიონებში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც მან გენოციდი უწოდა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას, მათ შორის  რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics