06:51 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 13:36:21, 685 ნახვა

საზოგადოება
მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში, ტრენინგები უტარდებათ

მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტის ფარგლებში, ტრენინგები უტარდებათ. -  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგის მონაწილეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ.  

მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებით,  მესაქონლეობის  დარგის კოოპერატივები ფერმების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მართვას შეძლებენ, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე დადებითად აისახება. 

ორდღიანი  სწავლება მოიცავს საკითხებს: მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი ინფექციური და ვექტორული  დაავადებები, ფერმის დაცვა ცხოველთა დაავადებებისაგან, არაგადამდები დაავადებები, ვეტერინარული პრეპარატების სწორი გამოყენება, მოთხოვნები პირველადი წარმოების მიმართ, ძროხის ჯიშები, ძროხის მოვლა-შენახვა, მშრალი და მეწველი ფურის კვება და სხვა.

მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტრენინგები პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში,  კოოპერატივების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და სოფლის განვითარების  სააგენტოსა  და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

მიმდინარე წელს, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია, ჯამში, 8 ტრენინგის  ჩატარება და 100-ზე მეტი მესაქონლე ფერმერის გადამზადება.

პროექტი SQIL დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ. პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture 37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics